საგამოძიებო კომისიის სხდომა

31 მარტი 2025, 14:44 142 ნახვა

როგორ მივიდა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომამდე? პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე ახსნა განმარტებისთვის სხდომაზე გიორგი გონერი კაპანაძე გამოცხადდა, რომელიც ომის დროს ამჟამად ოკუპირებულ, სოფელ ავნევს ხელმძღვანელობდა. მან მოსახლეობის მაშინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ასევე გაიხსენა ფაქტები დაღუპულ სამშვიდობოებსა და ევაკუაციაზე, რომლის ბრძანებაც მისი თქმით ოფიციალურად არ მიუღია. 

მანამდე კი ემზარ კვიციანი გამოიკითხა, რომელიც თეა წულუკიანის განცხადებით, 2006 წლამდე, აფხაზეთში გადარჩენილ ერთადერთ ადგილს კოდორის ხეობას იცავდა. სწორედ 90-იანი წლებიდან 2006 წლამდე განვითარებული მოვლენების და იმ ფაქტების გახსრნება სთხოვეს კვიციანს, როცა ჯგუფ ''მონადირესთან'' ერთად განაიარაღეს.  

ამ დაჯგუფების მოვალეობა წულუკიანის განცხადებით სწორედ კოდორის ხეობის დაცვა იყო. კომისიამ დღეს ასევ მარიამ რატიანს და გიორგი კანდელაკს უნდა მოუსმინოს.

სხდომაზე დაბარებული იყო გიორგი თარგამაძეც, რომელმაც დასწრებაზე უარი განაცხადა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში