საერთშორისო მარათონი

02 მაისი 2017, 00:00 1562 ნახვა

ქაბულში, ჰამიდ ქარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე, მარათონი გაიმართა. სპორტული აქტივობა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაჭრილი და დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა და მასში მონაწილეობა 17 ქვეყნის სამასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა გამარჯვებულები საჩუქრებით დააჯილდოვა. მარათონი ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი