საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

28 მარტი 2025, 14:05 229 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, არჩილ კალანდიას შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. 

ირაკლი კობახიძემ დიპლომატს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში