საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არჩილ კალანდიას უმასპინძლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და დიპლომატიური მისიის ძირითადი საკითხები განიხილეს.
მიხეილ ყაველაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.