კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტშია

02 მაისი 2017, 00:00 2314 ნახვა

პარლამენტის ბიუროს, 108 დეპუტატის ხელმოწერით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი წარედგინა. ცვლილებები ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონშიც. ბიუროს გადაწყვეტილებით, დეპუტატთა ხელმოწერები, მათი ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა.

მას შემდეგ, რაც ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურდება, პარლამენტის დადგენილებით საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნება. კომისია ერთი თვის განმავლობაში განხილვებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართავს, რის შემდეგაც კონსტიტუციის განხილვის პროცესი პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საორგანიზაციო კომისიას მიმდინარე კვირას შექმნის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი