აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა.
მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში განთავსებული აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზი დაათვალიერეს.
შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ რთულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებზე ისაუბრეს.