აგვისტოს ომის გამოძიება და 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება - პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ამ საკითხებზე მოკვლევას იწყებს.
კომისიაზე მივიდა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია, რომელმაც დასაწყისშივე განმარტა მიზეზი თუ რატომ გადაწყვიტა კომისიის დღევანდელ სხდომაზე მისვლა.
თქვა, რომ კომისიას კანონის სრული დაცვით მიაწვდის ინფორმაციას, რადგანაც მისი თქმით, აცნობიერებს, რომ მისი სიტყვა შეიძლება გამოიყენოს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთმა.
პაატა დავითაიამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურატურას აგვისტოს ომთან დაკავშირებით მასალებიც მიაწოდა, რომელიც თავის დროზე მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დასკვნის მოსამზადებლად და სანქციებისთვის გამოიყენა.