ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ქათამაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამჯერად საქმე ეხება კლინიკა ,,ვივამედში'' მომხდარ ინციდენტს, ბათუმის აქციების მედროშედ წოდებულ მუჰაჯირს კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოში სიტყვიერი შეურაცხყოფის მოტივით უჩივლა.
შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე 48 დღიანი შიმშილობის შემდეგ „ვივამედში“ გადაიყვანეს.
საიას იურისტის მარიამ გაბროშვილის თქმით, შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომ თითქოს თემურ ქათამაძე ნინო ნადირაძეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას კლინიკაში. ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.