„ლიდერ ქალთა საზოგადოებამ" მე-11 საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც ორგანიზატორთა თქმით ორმაგი მნიშვნელობის მატარებელია. ერთი მხრივ, ღონისძიება მიზნად ისახავდა ემოციური და მენტალური მხარდაჭერის გამოხატვას.
უფრო კონკრეტულად კი ონკოლოგიური პაციენტების, კერძოდ კი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალებისთვის და ამ თემის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
მეორე მხრივ კი - ორგანიზაციის რიგებში ახალი წევრების მიღებასა და საზოგადოების წინაშე წარდგენას.
წლების განმავლობაში „ლიდერ ქალთა საზოგადოება" რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმად, სადაც წარმატებული ქალები ერთიანდებიან კეთილი საქმეების განსახორციელებლად და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების დასამკვიდრებლად.