მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

01 მაისი 2017, 00:00 3514 ნახვა

1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება თბილისში, ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას გამართავს. მათ აჭარის პროფესიული გაერთიანების წევრებიც  შეუერთდებიან.

პროფკავშირების აჭარის გაერთიანებაში ამბობენ, რომ ღონისძიებები ბათუმშიც გაიმართება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ილია ვერძაძე აცხადებს, რომ დღეს აჭარაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის  პრეზენტაცია გაიმართება.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში