საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე - მამუკა მდინარაძე

17 მარტი 2025, 21:17 117 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე , - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისივე განმარტებით, ზოგადად ონლაინ მედიაზე ეს კანონმდებლობა არ გავრცელდება. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე ისაუბრა სხვა აქტუალურ საკითხებზე, რაზედაც სხდომაზე იმსჯელეს.

„ჩვენ განვიხილავთ გამჭვირვალობის ამერიკულ კანონს - ფარას რომლის პირდაპირი თარგმანი დავაინიცირეთ და ახლა მხოლოდ შესაბამისობაში მოდის იქართულ კანონმდებლობასთან. მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რომ არაფერი დაემატება რაც არ არის რელევანტური ქართულ საკანონმდებლო ნორმებთან ის ამოაკლდება მხოლოდ და ჩვენ მართალია რომ გაცილებით მკაცრ კანონს მივიღებთ, ვიდრე ეს იყო გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც რუსული დაარქვეს, ტთუმცა საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი დარწმუნდა, რომ ეს იყო ქართული კანონი. თუმცა ჩვენ ახლა უფრო მკაცრ, ანუ ამერიკულ კანონს ვიღებთ",- აღნიშნა მდინარაძემ. 

მისივე განცხადებით, თავის დროზე სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებული სამშობლოს ღალატის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ბრუნდება.

"ასევე ძალიან აქტუალური საკითხია მაუწყებლობის შესახებ კანონი. ჟურნალისტების მიერ აღიარებული ქცევათა წესები გადადის სავალდებულო აღსრულებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ის გადადის სახელმწიფო რეგულირების სფეროში. თუ აქამდე იყო თვით რეგულირებაში და კონკრეტულ მედიასაშუალებებს თავად ჰქონდათ კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების უფლება და საშუალება, ახლა ეს ფუნქცია გადაეცემა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. განსხვავება მხოლოდ ეს არის. ასევე საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული იქნა დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება: გარდა იმ ნორმებისა, რომელიც აღიარებულ იყო თავად მთლიანი ჟურნალისტებისა ქართული კორპუსისა და ამ პროფესიის წარმომადგენელთა უმრავლესობა ხელს აწერდა, ამას გარდა საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე. დღეს აქტუალური იყო მედიაში საკითხი - გავრცელდება თუ არა ონლაინ მედიაზე ზოგადად - არა ონლაინ მედიაზე ზოგადად არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი