აჭარიდან კიდევ ერთი ტიტა გადააქვთ

30 აპრილი 2017, 00:00 3495 ნახვა
00:00
00:00

აჭარის ზღვისპირეთიდან შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანა გრძელდება. მახინჯაურის სანაპიროზე ტიტას ხე ბორანზე წარმატებით გადაიტანეს, ახლა კი ზღვაში გასასვლელად ემზადება.

გადასატანად მზადაა კიდევ ერთი, სექვოიას ხე, სამუშაოები მოგვიანებით, ტიტას გადატანის  შემდეგ დაიწყება. სამუშაოებს შპს ''გზა'' აწარმოებს.  რა თანხები იხარჯება სამუშაოებისთვის  შპს ''გზაში'' კომენტარს არ აკეთებენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში