პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა პიზის მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

15 მარტი 2025, 19:40 121 ნახვა

იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში პოლონელი სტარვინსკა ანგარიშით 15:7 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ ანდრია მოგოსს 15:9 სძლია და ტურნირზე პირველ ადგილზე გავიდა.

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას პიზის 2025 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იასპარეზებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი