დიმიტრი ხაჩიძე და ანრი ხოზრევანიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ

15 მარტი 2025, 10:34 99 ნახვა

ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დიმიტრი ხაჩიძემ (60კგ) და ანრი ხოზრევანიძემ (67კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

ხაჩიძემ ფინალში ისრაელის წარმომადგენელი მელქამუ ფეტენე 50 წამში 9:0 დაამარცხა, ხოლო ხოზრევანიძემ კონტინენტის პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ გლებ მაკარანკას 3:1 სძლია.

საქართველოს ანგარიშზე ამ ეტაპზე ხუთი მედალია. გუშინ ვერცხლის მედალი კობა ქარუმიძემ (55 კგ), ბრინჯაოს მედლები კი რომეო ბერიძემ (63 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) მოიპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში