აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი - მსჯელობა მტკიცებულებათა დასაშვებობაზე

12 მარტი 2025, 14:39 91 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირის: ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე დავით მგელიაშვილი განიხილავს.

საქმე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობის ეტაპზეა. დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას აყენებს.

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დაცვის მხარეს არ აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში