გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე

07 მარტი 2025, 17:56 192 ნახვა

გადასცემს თუ არა პროკურატურას სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები 2024 წლის არჩევნებისას ხმების პარალელური დათვლის ამსახველ სრულ დოკუმენტაციას? საკითხი განხილვის მიზეზია.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამის დოკუმენტაციას პროკურატურაში გადააგზავნიან, თუმცა ვადებზე არაფერია ნათქვამი. „საარჩევნო თაღლითობაში გამოცდილი ორგანიზაცია“- ასეთი შეფასებები ისმის დღეს მმართველ გუნდში , სადაც ფიქრობენ რომ ორგანიზაცია მონაცემებს შეგნებულად მალავს.
ოპოზიციას კი პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების არ სჯერა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში