საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს ქედაში ტრენინგი ჩაუტარდათ. მცირე მეწარმეები სამეწარმეო და ფინანსურ საკითხებს, ასევე დასუფთავების სამსახურის სტანდარტებსა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებს გაეცნენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში, შემდეგ ტრენინგებს უკვე ხულოში გეგმავს. დღემდე დეპარტამენტმა მაღალმთიან აჭარაში 45 ადამიანი გადაამზადა.