,,დატოვეთ პარლამენტი ქუთაისში" - ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ქალაქის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ფლაერები დაურიგეს.
აქციის მონაწილეები კონსტიტუციის 48-ე მუხლიდან პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისის ამოღებას აპროტესტებენ. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, შემოუერთდნენ ორ მაისს, ქუთაისობის პარალელურად დაგეგმილ აქციას, სადაც პარლამენტის შესაძლო გადატანის საკითხს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.