მსხვილი კორპორატიული და პროფესიული ტურები, საერთაშორისო კონფერენციები და ბიზნეს-ფორუმები – ტურიზმის ამ მიმართულების, ანუ “მაის ტურიზმის” დანერგვა საქართველოში დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო. არცისე პოპულარული დარგი ფეხს ნელი ტემპით იკიდებს. ამ კუთხით ბათუმი ერთ-ერთი აქტიურია, თუმცა ძირითადად შიდა ტურებით.
ქალაქში ხშირად იმართება კონფერენციები და ფორუმები, თუმცა როგორც, ტურიზმის ამ მიმართულების განვითარებით დაინტერესებული პირები ამბობენ, ეს საკმარისი არაა. აუცილებელია ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და რეგიონის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიცზაცია, ეს იმისთვის რომ მომავალში ბათუმში პროფესიული გასვლითი ტურებით სხვა ქვეყნების კომპანიები ჩამოვიდნენ.