ხანძრის შედგად დაზარალებული თამაზ ვასაძის ოჯახი თავს ახლობლებს აფარებს. შავაძეების საცხოვრებელი სახლი ხანძარმა გუშინ, გვიან ღამით გაანადგურა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზარალებულებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს.
ხანძრის სავარაუდო მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება. გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.