ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს სამართლიანი არჩევნები. ორგანიზაცია ყოფილი კანდიდატის არჩილ გუჩმანიძის ინტერესებს იცავს და მიაჩნია, რომ კონკურსი ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევებით.
აცხადებენ, რომ არჩევნების დროს დაირღვა გამჭვირვალობის, თანასწორობის, სამართლიანობის და საჯაროობის პრინციპი. არჩილ გუჩმანიძის ადვოკატი, მეგი ბაკურიძე აცხადებს, რომ ტიტე აროშიძეს ქართული ოცნების მხარდაჭერა ჰქონდა და არჩევნები პოლიტიკური ზეწოლის ფონზე ჩატარდა.
ორგანიზაცია ითხოვს 21 იანვარს ჩატარებული არჩევნების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას. შეგახსენებთ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებშ ორი კანდიდატი მონაწილეობდა. ტიტე აროშიძემ 11 წევრიანი აკადემიური საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა მიიღო.