მოხალისეები სტიქიის ზონაში

28 თებერვალი 2025, 14:19 88 ნახვა

მეოთხე დღეა გურიაში იმყოფებიან მოხალისეები, ისინი პირველადი დახმარების ნივთებით და პროდუქტებით ეხმარებიან ადგილობრივებს, ვისაც გარეთ გასვლა არ შეუძლია და სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება.  მათ მოსახლეობას სხვადასხვა სოფელში პროდუქტები, ბავშვთა საკვები, ჰიგიენური საშუალებები,მედიკამენტები გადასცეს.

მოხალისეების ინფორმაციით, დახმარება გაუწიეს ნიგვზიანის, ჯურუყვეთის, ეწერის, აგარაკის, შრომას მცხოვრებლებს. ისინი ისევ რჩებიან სოფლებში და აგრძელებენ ადგილობრივების დახმარებას.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი