ვითარება მაღალმთიან აჭარაში

27 თებერვალი 2025, 11:44 173 ნახვა

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დილიდან თოვს. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერიების ინფორმაციით  აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არსებულ ტექნიკასთან ერთად გზების წმენდის პროცესი გრძელდება.

უწყებებს ხელმეორედ უწევთ ერთი და იგივე გაწმენდილი გზის ხელმეორედ გაწმენდა. ამ ეტაპზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებთან გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.

მაღალმთიან აჭარაში გაწმენდითი სამუშაოების პროცესს ართულებს შეზღუდული ხილვადობა. შეზღუდვებია ელექტრო მომარაგებაშიც. ენერგო პრო-ჯორჯიას ინფორმაციით, მობილიზებულია ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბაში 1 მეტრია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი