პროკურატურამ გამოძიების დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებული განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. წინა განცხადებებისგან განსხვავებით პროკურატურა გიორგი მამალაძეს დეკანოზის სტატუსით აღარ მოიხსენიებს, ნახსენებია მხოლოდ ბრალდებული გიორგი მამალაძე.
უფრო დეტალურად, როგორ ხსნის პროკურატურა საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მომზადების მოტივს, რეპორტაჟი.