სალომე ზურაბიშვილმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

19 თებერვალი 2025, 14:51 235 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა და იურისტმა ეკა ბესელიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი შეიტანა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, სადაც დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, ეს ყველაფერი კოორდინირებული, წინასწარ დაგეგმილი იყო და ამ ეჭვს ადგილზე პოლიციელების არ ყოფნაც უმყარებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული ინციდენტი გუშინ მოხდა, როდესაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში ბრუნდებოდა.

სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ კვერცხები დაუშინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში