ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, სომხეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ჯონ ვანტ სხიპი გახდა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამ თანამდებობაზე უკრაინელი ალექსანდრ პეტრაკოვი შეცვალა, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. 61 წლის ვანტ სხიპი ადრე „მელბურნის“, „გვადალახარას“, „ცვოლეს“, „აიაქსისა“ და საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მისი მწვრთნელობს დროს ირიცხებოდა „აიაქსში“ გიორგი მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 20 მარტს სომხეთში გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი თბილისში 23 მარტს ჩატარდება.