პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის პირველი მეტოქე ცნობილია

18 თებერვალი 2025, 09:09 177 ნახვა

ლაშა გურულის პირველი მეტოქე პროფესიონალურ კრივში ცნობილია. პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი ქართველი მოკრივე სადებიუტო შეხვედრას რუსთავის სპორტის სასახლეში, 15 მარტს განელი მეტოქის წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც კარიერის განმავლობაში ხუთი ბრძოლა აქვს ჩატარებული და ხუთივე მოგებული.

გურულმა კონტრაქტს ხელი 2024 წლის ნოემბერში მოაწერა და მსოფლიო ჩემპიონობას უმიზნებს, თუმცა ოლიმპიური კრივისთვის თავის დანებებას არ აპირებს.

მისივე თქმით, ის წელიწადში ერთ მნიშვნელოვან ტურნირზე იასპარეზებს, რაც მას ლოს-ანჟელესის 2028 წლის ოლიმპიადისთვის მომზადებაში დაეხმარება.

მიმდინარე წელს ქართველი მოკრივე სამოყვარულო კრივში მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს, 2026-ში ევროპის, 2027 წელს კი ისევ მსოფლიო ჩემპიონატზე იჩხუბებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში