ქედის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტიპის სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. დაბა ქედაში, 9 აპრილის ქუჩაზე სკვერი მოსახლეობის მოთხოვნით , „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამის ფარგლებში შენდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა: საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ფანჩატურები, დეკორატიული განათება. დაირგვება დეკორატიული ხეები. სამუშაოებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია 294 ათას 417 ლარს დახარჯავს.