მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და წევრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.
პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ.
მომხდარს ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური შურისძიების მორიგ სამარცხვინო აქტად აფასებენ გახარიას პარტიაში.
ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ პროცესის მმართველი გუნდისთვის დაბრალება სწორედ გახარიას ინტერესში შედის.