გიორგი მიქაუტაძის მორიგი გოლი ლიგა 1-ში 

17 თებერვალი 2025, 09:50 187 ნახვა

გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, „ლიონმა“ კი სტუმრად აუტსაიდერი „მონპელიე“4:1 დაამარცხა.

ქართველი თავდამსხმელი ლიონელების ძირითად შემადგენლობაში იყო, 70 წუთი ითამაშა, ანგარიში მე-3 წუთზე რაიან ჩერკის გადაცემით გახსნა და მაღალი შეფასებაც მიიღო – 7,2 ქულა. „მონპელიემ“ პირველ ტაიმში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ სტუმრებმა მეორე ტაიმში სამი გოლი გაიტანეს და შეხვედრა თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს.

„ლიონმა“ 36 ქულით მეხუთე ადგილზე, ევროპალიგის ზონაში აინაცვლა. გიორგი მიქაუტაძემ კი მიმდინარე სეზონში საკუთარ ანგარიშზე ლიგა 1-ში მეექვსე გოლი ჩაიწერა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში