"ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს რამდენიმე პირის მოსმენას გეგმავს

17 თებერვალი 2025, 10:23 223 ნახვა

პარლამენტში, "ქართული ოცნების" ინიციატივით შექმნილი "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისია რამდენიმე პირის მოსმენას გეგმავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2003-2012 წლების განმავლობაში მომხდარ კანონდარღვევებზე წარმოებული საერთაშორისო დავებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრებენ.

კომისიის სხდომაზე მიწვეულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, გარდა ამისა, დაგეგმილია გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მოსმენა 2003-2012 წლებში მართლმსაჯულების სისტემაში დაშვებული ხარვეზების თაობაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში