ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი, ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში - ირაკლი კობახიძე

09 თებერვალი 2025, 19:52 216 ნახვა

დღეს ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა. ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი - ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველომ შეასრულა დანაპირები და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ზამთრის სპორტისთვის მიმზიდველმა ქვეყანამ.

„დღეს ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა. ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი - ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში.

 

საქართველომ შეასრულა დანაპირები და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ზამთრის სპორტისთვის მიმზიდველმა ქვეყანამ. ფესტივალი, რომელშიც 45 ქვეყნის 1000-მდე ათლეტი და 700-ზე მეტი ოფიციალური პირი მონაწილეობს, ამის ნათელი დასტურია. ამით ჩვენ შევუერთდით ევროპული ქვეყნების შვიდეულს, რომლებმაც როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლეს.

 

ფესტივალისგან რაც შეიძლება მეტი მემკვიდრეობის დატოვება ქვეყნისთვის - ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხედვაა, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენს ხედვასთან. სწორედ ამიტომ, ფესტივალი სამ ადგილას - ბაკურიანში, ბათუმსა და თბილისში იმართება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბათუმი და თბილისი პირველად მასპინძლობენ ასეთ დიდ შეჯიბრებას და ამით ახლებურად წარმოაჩენენ თავს მსოფლიოს თვალში“, - გნაცხადა პრემიერმა.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – „ბაკურიანი 2025“ ოფიციალურად  ხორუმის ფონზე გაიხსნა. ცერემონიალში ლეგენდარული ქართველი სპორტსმენები   მონაწილეობენ, მათ შორის, ნინო სალუქვაძე და კახი კახიაშვილი.   ფესტივალი 9-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდება, მას ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს.  საქართველო ევროპაში მერვე ქვეყანაა, სადაც როგორც ზაფხულის, ისე, ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იმართება.

ფესტივალის განმავლობაში  საქართველოს 2,000 სტუმარზე მეტი და 1000-მდე სპორტსმენი ესტუმრება, რომლებიც საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად ერთმანეთს ზამთრის სპორტის რვა სახეობაში შეეჯიბრებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში