დღეს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, „ბაკურიანი 2025“ იწყება

09 თებერვალი 2025, 11:39 159 ნახვა

დღეს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, „ბაკურიანი 2025“ ოფიციალურად გაიხსნება. 

სამთო თხილამურობასა და ბიათლონში შეჯიბრებები ჩატარდება ბაკურიანში, ფიგურულ ციგურაობაში - ბათუმში. ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 9 თებერვალს და დაიხურება 16 თებერვალს. 

ოლიმპიურ ფესტივალში სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი ) მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი.

საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი ) იასპარეზებს 8 სპორტსმენი.

საქართველო ევროპაში მერვე ქვეყანაა, სადაც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში