მერაბ ღოღობერიძემ მისი დაკავება "ქართული ოცნების" რევანშად შეაფასა. სასამართლო დარბაზიდან გასვლამდე ღოღობერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს "ქართული ოცნების" პროვოცირებული იყო.
ღოღობერიძის ბრალდებებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო ჩხეტია გამოეხმაურა. მისი თქმით, მერაბ ღოღობერიძის დაკავებასთან მმართველ გუნდს კავშირი არ აქვს. "ჩვენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გვქონდა კომუნიკაცია. მერაბ ღოღობერიძე არასდროს არ ყოფილა "ქართულ ოცნებაში". ღოღობერიძის კრიტიკა ადგილობრივი ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებს ეხებოდა. შესაბამისად იმ განცხადების საფუძველს, რომელიც მან გააკეთა ვერ ვხედავთ."- აცხადებს ნინო ჩხეტია.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას - ნინო ჩხეტიას განახადებით, ის სასამართლო გადაწვეტილებას ვერ შეაფასებს. "საკითხს ორი მხარე აქვს პოლიტიკური და სამართლებრივი, სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ და ჩემთვის ამ ეტაპისთვის ორივე მხარე უდანაშაულოა, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს" - განაცხადა ჩხეტიამ.