დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობას მიიღებს

07 თებერვალი 2025, 09:58 80 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად კანადაში გაემგზავრა. წელს ,,ძლიერთა თამაშებში“ საქართველო 20 სამხედრო პარასპორტსმენით წარდგება.

დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცები იასპარეზებენ მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში,  ბიატლონში, კერლინგსა და თხილამურით სრიალში. „ძლიერთა თამაშები“ ვანკუვერსა და ვისტრელაში გაიმართება.

საერთაშორისო ასპარეზობაში 25-მდე ქვეყნის 550 პარასპორტსმენი მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში