მოითხოვე ქართული - კამპანია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით

25 აპრილი 2017, 00:00 2155 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კამპანიის ,,მოითხოვე ქართული“ ფარგლებში დამზადებული დაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შექმნილი ბარათის მიზანი ქართული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება და მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდაა. პროექტს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით აიპი „მოითხოვე ქართული“ ახორციელებს. ბარათის მფლობელები ავტომატურად ჩაერთვებიან კონკურსში, რომელიც ყოველთვიურად გამოავლენს ყველაზე მეტი „ქართულების“ მფლობელებს. გამარჯვებულებს წამახალისებელ საჩუქრებს გადასცემენ პროექტის პარტნიორი ქართული კომპანიები. ამ ეტაპზე 20 000 ბარათი დამზადდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი