ხელვაჩაურის სასამართლომ, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება ელექტროსისტემის საჩივარს მომხმარებლების წინააღმდეგ.
მოსარჩელე მხარე კაპნისთავში მიწის ექსპოპრიაციის წესით გადაცემას ითხოვს. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოქალაქეების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” იცავს. კაპნისთავში მცხოვრებლები მათთვის შეთავაზებული საკომპენსაციო თანხის გაზრდას, ასევე, ეკონომიკის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ. კიდევ ერთი საკითხი, რაც მათ აწუხებთ, რამდენად უსაფრთხოა ცხოვრება იქ, სადაც ელექტროსისტემის გადამცემი ბოძი უნდა განთავსდეს. მოსარჩელე მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც მიმართა. მოქალაქეები პასუხს 29 აპრილამდე ელოდებიან.