საქართველოს გოგონათა ეროვნული ნაკრები ბალახის ჰოკეიში საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება. შეჯიბრი პოლონეთში 29 აპრილს დაიწყება და 2 მაისს დასრულდება.
გათამაშებაში ლიტვა, უელსი, ბელარუსი, საქართველო და პოლონეთის 2 გუნდი მონაწილეობენ. გამარჯვებულები 2018 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ სპორტულ თამაშებში ჩაერთვებიან, რომელიც არგენტინაში გაიმართება.