შეხვედრა მოსახლეობასთან

25 აპრილი 2017, 00:00 3588 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის მცხოვრებლები გეოლოგიურ დასკვნებს უნდობლობას უცხადებენ. ისინი სახელმწიფოს უყურადღებობასა და კომპენსაციების უსამართლოდ გაცემაში ადანაშაულებენ. რამდენიმე საათიანი შეხვედრა ადგილობრივებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის, ხმაურისა და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. მოსახლეობის მტკიცებით, “შუახევი-ჰესის” მშენებლობისთვის სოფელში გვირაბის გაყვანამ საფრთხე ყველა ოჯახს შეუქმნა, თუმცა კომპენსაცია მხოლოდ ნაწილმა მიიღო.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, გვირაბის მშენებლობისას 170-მდე ოჯახის მდგომარეობა 2014 და 2016 წლებში შეისწავლეს.

შუახევის გამგებლის ინფორმაციით, კომპენსაცია 48 ოჯახმა მიიღო, მათგან 23-მა ხუთ-ხუთი ათასი, 25-მა კი, ინჟინერ –კონსტურუქტორების დასკვნის საფუძველზე, 2-დან 3 ათასამდე ლარმდე. ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ ერთი ოჯახი  25 ათასლარიან პროგრამაში ჩაერთვება. მისივე თქმით, ნიგაზეულში ახალი წყალსადენის მშენებლობა დაიგეგმა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯება. სამომავლო გეგმებში სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც შედის.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი