ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ხვალ აირჩევენ. ორი კანდიდატი იყო რეგისტრირებული. თუმცა როგორც ირკვევა ერთ-ერთმა კანდიდატმა სოფიო თავაძემ საკუთარი კანდიდატურა ცოტა ხნის წინ მოხსნა.
შესაბამისად ერთი კანდიდატია რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეგისტრირებული ეს გახლავთ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი _ მამუკა ალაფიშვილი.
კანდიდატებთან გასაუბრება 30 იანვარს 14 საათზეა ჩანიშნული. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს სასწავლებლის აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით ირჩევს.
საბჭო 5 წევრიანია. წესდების მიხედვით, ჯერ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება, შემდეგ კი ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც ფარულია. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს 6 თვის ვადით ირჩევენ.