მერაბ ღოღობერიძე სასამართლოდან საავადმყოფოში მოხვდა

23 აპრილი 2017, 00:00 4481 ნახვა

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი რომელიც საპატრულო სამართალდამცველებმა  ჯარიმის გამოწერისას წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავა და სასამართლოში  გადაიყვანა.  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი იგი  სასამართლოდან კლინიკაში გადაიყვანეს.  

ადვოკატი ეჭვობს, რომ ღოღობერიძის დაკავება 11-12 მარტის ბათუმის მოვლენებს უკავშირდება და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის მითითებით მოხდა. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მერაბ ღოღობერიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 250-დან 2 000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლო პროცესი ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე განახლდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი