ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას ულოცავს

18 იანვარი 2025, 13:25 213 ნახვა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას ულოცავს. ამის შესახებ კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება!!! ხვიჩას ვუსურვებ ძალიან ბევრი ტიტულის და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის მოგებას“, – წერს კობახიძე.

ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად ფრანგული საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა. საქართველოს ნაკრების წევრმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი