პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს „ევრობასკეტზე” ასპარეზობის უფლების მოპოვებას ულოცავს.
პრეზიდენტი მისალოც პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„გილოცავთ! საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დანიის ნაკრები ანგარიშით 62:60 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ “ევრობასკეტზე” ასპარეზობის უფლება მოიპოვა!
მადლობა ჩვენს ბიჭებს შესანიშნავი თამაშისთვის, ბრძოლისთვის და იმ სიხარულისთვის, რაც დღეს თითოეულ ქართველ გულშემატკივარს ამ გამარჯვებით აჩუქეს.
წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალ მატჩებში! დარწმუნებული ვარ, ჩვენი საამაყო კალათბურთელები საქართველოს მომავალშიც არაერთხელ ასახელებენ!" - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დანია დაამარცხა და „ევრობასკეტზე", ზედიზედ, მეექვსედ იასპარეზებს.