ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა

05 იანვარი 2025, 14:35 439 ნახვა

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 

შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში, დღეს დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ოთახში მდებარე ბენზინის ავზი აფეთქდა.

ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის დროს მცირეწლოვნები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში