ექსკურსია გონიოს ციხეში

21 აპრილი 2017, 00:00 3129 ნახვა
00:00
00:00

ძეგლთა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით, გონიოში ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოეწყო. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ძველ რომაულ კულტურას. მათ   რომაული აღჭურვილობა და ჩაცმულობაც დაათვალიერეს. ღონისძება  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ტურები  ყოველწლიურად ჩატარდება. 18 აპრილი ძეგლთა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღედ მსოფლიოში 1984 წლიდან აღინიშნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი