უმაღლესის საბჭოს რიგგარეშე სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება, სადაც უკვე მოუსმინეს თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ამ წუთებში კი იგი კანონმდებლების კითხვებს პასუხობს, შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მის კანდიდატურასა და მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებენ, რომლის შემადგენლობა უცვლელი რჩება. სხდომას არ ესწრება ოპოზიცია.