ხვალ 11 საათზე უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას დაამტკიცებს, ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი კომიტეტსა და ფრაქციას განსახილველად დაჩქარებულ ვადაში გადაეგზავნათ. ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგებს არ ცნობს, ბიუროს სხდომას არ ესწრებოდა. როგორც ცნობილია, უცვლელი იქნება რეგიონის მთავრობის შემადგენლობა. მთავრობის დასამტკიცებლად 11 დეპუტატის ხმა საკმარისია.