საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების რეზიდენცია დატოვა და ხალხს შეუერთდა თქვა რომ, ხალხთან ერთად გარედან გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე, ზურაბიშვილის თქმით, ის ახალ წელს ხალხთან ერთად შეხვდება რუსთაველზე, მანამდე და შემდეგ კი გამართავს არაერთ შეხვედრას როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.
ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი აპირებს შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, ახალ პოლიტიკურ ძალებს, და ხალხს რეგიონებში ვინც საკუთარ ქალაქებში მუშაობენ ცვლილებებისთვის და მართავენ საპროტესტო აქციებს; ქვეყნის გარეთ კი საერთაშორისო პარტნიორებსა და პოლიტიკოსებს ქართველი ხალხის მოთხოვნების გადასაცემად.