დღევანდელი დღე დამთავრდა, ხვალიდან გეტყვით ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„ხვალიდან გეტყვით ყველაფერს, დღეს დამთავრდა დღევანდელი დღე, მადლობა ყველას“, – თქვა ზურაბიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას დაესწრო.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ორბელიანების რეზიდენციას ტოვებდა.
სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა.