ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის ადმინისტრაციის სანქციებს მხარს უჭერს ამერიკელი კონგრესმენი ბილ კიტინგი, რომელიც სოციალური პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე წერს. აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ქმედებებმა უხეშად შეარყიეს საქართველოში დემოკრატია და ქვეყნის ევროკავშირისკენ გზა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირებას გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეც. მაიკლ მაკკოლი აცხადებს, რომ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და რომელსაც იმსახურებს.